14 ივლისი, 2016

“გამარჯობა ხალხო!”

15-shi-ozurgetia-teatrshi115 ივლისს, 19 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კულმინაციაა. ლიტველი და ქართველი მსახიობები მაყურებელს ერთობლივ სპექტაკლს შესთავაზებენ.

“გამარჯობა ხალხო!” ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლია, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მიხედვით არის დადგმული.

სპექტაკლში თითქმის მთელი დასი მონაწილეობს სამივე თაობიდან. ოზურგეთის თეატრი, ერთგვარად ცდილობს რეპერტუარში დაამკვიდროს მშობლიური და ახლობელი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციები, რასაც ორი მიზეზი აქვს: ერთი მხრივ, დუმბაძის გმირების კოლორიტულობა ისეთივე ახლობელია გურული არტისტებისთვის, როგორც იმერლებისთვის კლდიაშვილისა და კაკაბაძის პიესების გმირები. შესაბამისად, არტისტებისთვის კომფორტულია მსგავსი გმირების გაცოცხლება სცენაზე; მეორე მხრივ, თეატრი ცდილობს ქართულ კლასიკად აღიარებული, ყველასთვის საყვარელი პერსონაჟების დამკვიდრებას (დაბრუნებას) მის რეპერტუარში.

სპექტაკლის გმირები უკეთესი მომავლის იმედს არ კარგავს და ცდილობენ სცენაზე შექმნან იდეალური მხატვრული რეალობა, სადაც მხოლოდ სიკეთე, იუმორი და სიცოცხლის სიყვარული ბუდობს. სპექტაკლის მონაწილეები გაურბიან ნაწარმოების სცენურ ილუსტრატიულობას, მაყურებელს უმზადებენ სიურპირზს და ცდილობენ ტრადიციების პატივისცემასაც.