კრისტინა აგილერა საქართველოში

11 ივლისი, 2016

cristina-aguilera1მსოფლიოში ცნობილი მომღერალი, გრემის ექვსგზის მფლობელი კრისტინა აგილერა საქართველოში ჩამოდის.

კონცერტზე დასწრების საშუალება 10.000-მდე მსმენელს მიეცემა. მომღერალი ჩვენს ქვეყანას სპეციალური რეისით ესტუმრება.

მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი შეკვეთილის Black Sea Arena-ს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე 30 ივლისს შედგება.

კრისტინა აგილერა მსმენელისთვის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

მომღერალის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50 ლარიდან იწყება.

გააზიარეთ

 
...