“ბედნიერებაა კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება”

21 ივლისი, 2016

ernest-heminguei1შეუძლებელია წაიკითხოთ “მოხუცი და ზღვა” ან თუნდაც “მშვიდობით იარაღო!” და ამ ნაწარმოებებს მეორედ და მესამედ არ მიუბრუნდეთ. ამერიკელი მწერალი, რომანისტი და ჟურნალისტი ერნესტ ჰემინგუეი თავისი სათქმელით უხილავი ძაფებით იზიდავს მკითხველს და მასზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

“არტინფო” გთავაზობთ ჰემინგუეის მოსაზრებებს, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა, დუმილის სწავლას კი ალბათ 50 წელიც არ ეყოფა.

ნუ შეაფასებთ ადამიანს მეგობრების მიხედვით. გაიხსენეთ, იუდას უნაკლო მეგობარი ჰყავდა.

ნამდვილი მეგობარი ისაა, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

როცა ხალხი ამდენ მამაცობას ჩადის ქვეყნისთვის, წუთისოფელმა ისინი უსათუოდ უნდა მოკლას და გასტეხოს და კლავს კიდეც. წუთისოფელი ყველას სტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდება. ვისაც ვერ გასტეხს, კლავს ხოლმე. განურჩევლად კლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე ნაზებსა და ყველაზე მამაცებს. თუ არცერთი არა ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.

ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.

ჭკვიანი ადამიანები ძალიან იშვიათად არიან ბედნიერნი.

ჭკვიანმა კაცმა ხანდახან უნდა დალიოს, თორემ გაგიჟდება.

წერე მთვრალმა, დაარედაქტირე ფხიზელმა.

ყველა ცუდ მწერალს უყვარს ისტორია.

ქვეყნად იმაზე რთული საქმე არ არსებობს, ვიდრე წერდე სუფთა და გულწრფელ პროზას ადამიანზე.

კარგი წიგნები ერთმანეთს ჰგვანან. ისინი ცხოვრებაზე მართლები არიან.

კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არასდროს კითხულობს.

მას, ვინც ერუდიციითა და განსწავლულობით იწონებს თავს, არც ერთი აქვს და არც – მეორე.

გარედან სულ ცეცხლი და კვამლი, შიგნით კი – არაფერი.

ბედნიერებაა კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება.

როგორც დედამიწა არ მოკვდება არასოდეს, ისე ერთხელ თავისუფალი არასოდეს დაუბრუნდება მონობას.

გულღია და გულწრფელი ხალხისა არაფერი მჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი ნაამბობი ერთმანეთს ემთხვევა.

მიეცით ადამიანს აუცილებელი და ის მყუდროებას მოგთხოვთ. უზრუნველყავით მისი მყუდროება და ის ფუფუნებისკენ დაიწყებს სწრაფვას. დააყარეთ თავზე მას ფუფუნება და ის განსხვავებულზე დაიწყებს ოხვრას. მიეცით ნება მას მიიღოს განსხვავებული და მას მოუნდება სიგიჟე. მიეცით მას ყველაფერი, რაც სურს და ის დაიწყებს წუწუნს, რომ მოატყუეს და რომ მან მიიღო ის, რაც არ უნდოდა.

როდესაც რამე არ გამოგვდის, უნდა მოვიგონოთ, რომ ვითომ გამოგვდის, მაგრამ ეს იმდენად ბუნებრივად და დამაჯერებლად უნდა გავაკეთოთ, რომ ერთ დღეს მართლა გამოგვივიდეს.

მხიარული ადამიანები ყველაზე მამაცნი არიან და ყველაზე პირველი იღუპებიან.

ის ვინც იგებს ომებს, არასოდეს შეწყვეტს ომს.

ამქვეყნად ომზე საშიში რამეებიც არსებობს – სიმხდალე, ღალატი და ეგოიზმი.

ვერცერთი ცხოვრებისეული გამარჯვება ვერ გადაფარავს სიყვარულში დამარცხების გრძნობას.

ქვეყნად უამრავი ქალია, რომელთანაც შეიძლება დაიძინო და საკმაოდ ცოტა, ვისთანაც შეიძლება ისაუბრო.

მორალურია ის, რაც კარგ ხასიათზე გაყენებს და მოგწონს. ამორალურია ის, საწოლიდან რომ წამოდგები და მიხვდები, ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა.

ქალები არიან პრობლემების დიდი ნაკრები, რომელიც ყველას გვიყვარს.

ქალს კარგავ ისევე, როგორც კარგავ საკუთარ ბატალიონს: გათვლებში შეცდომების, ბრძანებების, რომელიც არ შესრულდა და აუტანლად რთული პირობების გამო. ასევე პირუტყვობის გამოც.

რაც უფრო იზრდები, მით უფრო გაკლდებიან კერპები, მაგრამ ისინი აუცილებელია.

ნებისმიერი საშინელი მოვლენა უმანკოებით იწყება.

სამოგზაუროდ არასოდეს წახვიდეთ იმათთან ერთად, ვინც გულწრფელად არ გიყვართ.

თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ბედნიერები ვერასოდეს იქნებიან.

კატებს თავიანთი გრძნობების გამოხატვის საოცარი უნარი აქვთ, ადამიანებსაც იგივე უნარი რომ გვქონდეს, ყველაფერი ბევრად უფრო გამარტივებული იქნებოდა.

ძალიან მარტივია, იყო უგრძნობი დღისით, აი, ღამით კი ეს მეტად რთულია.

დასცინო ვინმეს, ნიშნავს შეიძინო მტრები.

უიმედო არაფერია ამქვეყნად, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვახერხებ იმედიანი ვიყო.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერს მიხვდები, ყველაფერს გაიგებ ამ ოხერ ცხოვრებაში. უსათუოდ მიხვდები. უკვე ხვდები და ეგ არის, მკერდში გული ჩაგიკვდება და მერე ყველაფერი ადვილია. შენც მკვდარი იქნები, როგორც ხალხის უმრავლესობაა მკვდარი მთელი თავისი დღე და მოსწრება.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს უმართლებს, მაგრამ მე მინდა ვიყო ზუსტი ჩემს საქმეში და როდესაც ბედნიერება მოვა, მე ვიქნები მზად მის მისაღებად.

სამუშაო საუკეთესო წამალია ყოველგვარი უბედურებისგან.

ყველას ვინც დედამიწაზეა, თავისი დანიშნულება აქვს ცხოვრებაში.

საუკეთესო საშუალება იმის გასაგებად, შეგიძლიათ თუ არა ენდოთ ვინმეს, ეს არის – ენდოთ მას.

ადამიანს მარტო არ შეუძლია. ადამიანს მარტო არაფერი არ შეუძლია!

სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ჩვენგან ერთ-ერთი, მეორე ყოველთვის გვერდითაა.

ზეიმი ყოველთვის თან უნდა ატარო.

ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანს არ ხდის სიკეთის მიმდევრად.

თუ დაიწყებ ხუმრობას, ხალხი არ აღგიქვამს შენ სერიოზულად. იმავე ხალხი ვერასოდეს მიხვდება, რომ ქვეყნად არის ისეთი რამ, რასაც მხოლოდ ხომრობით თუ გადაიტან.

ცხოველებიდან მხოლოდ ადამიანს შეუძლია სიცილი და მასაც ძალიან ცოტა მიზეზი აქვს ამისთვის.

ამქვეყნად ყველაზე მარტოხელა ადამიანი ისაა, ვინც შეყვარებულზე მეტ ხანს ცხოვრობს.

ბედნიერება ყველაზე დიდებული რამაა ქვეყნად და მათთვის, ვისაც შეუძლია იყოს ბედნიერი, შეუძლია მისი ბედნიერება გახადოს წუხილზე ღრმაც.

გააზიარეთ

 
...