ალავერდს საფრთხე შეექმნა

alaverdi1კახეთში, ალაზნის ველზე მდებარე ერთ-ერთ თვალსაჩინო და უძველეს კულტურული ძეგლს – ალავერდს საფრთხე შეექმნა.

13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაიტბოტა. ამის მიზეზი ორი მდინარის ადიდებაა.

სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უხვი ნალექი და მდინარეების ადიდება ალავერდს საფრთხეს უქმნის.