25 ივნისი, 2016

3 ქართველი მომღერალი იტალიის საოპერო ფესტივალზე

italiaიტალიაში, ღია ცის ქვეშ, არენა დი ვერონაზე ცნობილი საოპერო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.

წელს ფესტივალი საოპერო მუსიკის მოყვარულებს ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული ჟორჟ ბიზეს ბრწყინვალე ოპერით “კარმენით” შეეგება.

ძეფირელის დადგმაში 3 წარმატებული ქართველი საოპერო მომღერალი მონაწილეობს – მადინა კარბელი, თეონა დვალი და მიხეილ შეშაბერიძე.

სამივე მათგანი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი და მათი წარმატებების შესახებ “არტინფო” არაერთხელ წერდა.