13 ივნისი, 2016

ჰიმნი 13 ივნისს დაღუპულთათვის

himni-13-ivnisis-msxverplebs2015 წლის 13 ივნისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა თბილისის ისტორიაში.

გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რამდენიმე მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ტრაგედიიდან ერთი წლისთავზე მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა 13 ივნისის ტრაგედიის მსხვერპლთ ჰიმნი-სიმღერა მიუძღვნა.

“იდგა თბილისი თავდაუხრელი” – ასე ეწოდება კომპოზიციას, რომლის ავტორიც კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილია, ლექსის ავტორი მისი ვაჟი, გიორგი თუშიშვილი, არანჟირება კი საოცრად ნიჭიერ გოგოს ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.