6 ივნისი, 2016

ქეთი დოლიძე კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ

qeti56– ბატონო მინისტრო, იქნებ იმ 350.000-იანი სახელფასო ფონდიდან გვასესხოთ ფული, თქვენი 12 თანაშრომელი რომ იღებს თქვენი დაარსებულ-გაცოცხლებული ფონდიდან??? – მიმართავს რეჟისორი ქეთი დოლიძე მიხეილ გიორგაძეს.

ქეთი დოლიძე:

“ახლა რა არის უბედურება? როდესაც ჩვენ სპექტაკლზე “ტრამვაი სურვილი” ედინბურგის ფესტივალზე უკვე ერთი თვეა ბილეთები იყიდება, რეკლამა დევს ყველგან, ჩვენ კი კულტურის მინისტრი “გენიალურ” იდეას გვთავაზობს: წავართვათ ფესტივალ “საჩუქარს” ფული და ასე წავიდეთ ედინბურგში!!!!

ასეთი რამ გაგიგიათ? ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს ფესტივალის ჩაშლას? დავხუროთ? და თურმე, ეს “ბრძნული” გადაწყვეტილება ჩვენი ხათრით მიიღო!!!! მაგრამ მთავარია, რომ რობი უილიამსმა “დაგვაჩეკინა!” არც ფესტივალებმა, არც ჩვენი თეატრის წარმატებებმა უცხოეთში, არც სვანეთმა, არც ხევსურეთმა, არც სუხიშვილებმა თუ რუსთავმა და ერისიონმა, ან ქართულმა გალობამ!!! არა, მხოლოდ ახლა გავბრწყინდით!

ბატონო მინისტრო, იქნებ იმ 350.000-იანი სახელფასო ფონდიდან გვასესხოთ ეგ ფული, თქვენი 12 თანაშრომელი რომ იღებს თქვენი დაარსებულ-გაცოცხლებული ფონდიდან??? აა, რა პასუხი გავცე ან ედინბურგის ფესტივალს ან “საჩუქარზე” მოწვეულ სტუმრებს, 2 წლით ადრე რომ დაგეგმეს თუმანიშვილის ფესტივალზე ჩამოსვლა? თქვენ ხომ მენეჯმენტის ერთადერთი “მამები” ხართ ამ ქვეყანაში????”