25 ივნისი, 2016

ნინო მაჩაიძის პრემიერა არენა დი ვერონაზე

nino-machaidze123მსოფლიოში ცნობილი ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე არენა დი ვერონაზე გამართულ საოპერო მუსიკის ფესტივალზე მსმენელის წინაშე პრემიერით წარსდგება.

იტალიაში გამართულ ფესტივალზე მომღერალი მთელ საოპერო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პარტიას შეასრულებს.

ნინო მაჩაიძე ჯუზეპე ვერდის “ტრავიატაში” მთავარ – ვიოლეტას პარტიას იმღერებს.

“ტრავიატას” პრემიერა არენა დი ვერონაზე 2 ივლისს გაიმართება.

ქართველი სოპრანო საპრემიერო წარმოდგენის გარდა, ვიოლეტას პარტიას პირველ ოთხ სპექტაკლზეც შეასრულებს.