6 ივნისი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი მსჯავრდებული ქალბატონებისთვის

qalta-kolonia18 ივნისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივითა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მხარდაჭერით, ქალთა მე-5 პენიტენციალურ დაწესებულებაში გაიმართება სპექტაკლის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ სპეციალური ჩვენება. წარმოდგენა 13 საათზე დაიწყება.

სპექტაკლი რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა დადგა. გურამ დოჩანაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” სცენურ ვერსიაში სრულიად არის შენარჩუნებული ავტორისეული პათოსი.

წარმოდგენის ავტორთა სურვილია, რაც შეიძლება მრავლად იყვნენ ქვეყნად კაცები, რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურა.

სპექტაკლში მონაწილეობენ გიორგი კაჭახიძე, ვახტანგ ნოზაძე, ლიკა შუკაკიძე, ეკატერინე თვაური, გიორგი შავგულიძე, გიორგი ჯიქურიძე და ზურაბ ცინცქილაძე.

2013 წელს ანალოგიური აქციით მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავჭალის არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებას სტუმრობდა სპექტაკლით „დეჟა ვიუ“ ნინო ლეჟავასა და კოტე თოლორდავას მონაწილეობით.