8 ივნისი, 2016

გურამ საღარაძის საღამო თსუ-ში

guram-sagaradzis-sagamo1ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის გურამ საღარაძის საღამო გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა.

14 ივნისს თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გურამ საღარაძის შემოქმედების გულშემატკივრები შეიკრიბებიან.

საღამოზე მიწვეული არიან მარინა საღარაძე, კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე, მურმან ჯინორია, მარი ჯანაშია, ავთო ვარსიმაშვილი, მარინა კახიანი, ნანა ფაჩუაშვილი, ნიკა წულუკიძე, კახა მიქიაშვილი, გოჩა კაპანაძე, თათული დოლიძე, გიორგი ზანგური და დათო ხახიძე.

გურამ საღარაძის საღამოზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.