9 მაისი, 2016

ნინო ბაშარული ქველმოქმედებისთვის

nino-basharuli-qvelmoqemdebistvis1მომღერალი ნინო ბაშარული საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საღამო სახელწოდებით “ეთნოგენი” სამეფო უბნის თეატრში ჩატარდება, სადაც შესრულდება პორტუგალიური ფადუ, ფლამენკო, ქართული და ნეაპოლიტანური მუსიკა.

საქველმოქმედო საღამო 10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ დინი ვირსალაძე, გიორგი ფხალაძე, გოგლა შოშიაშვილი, დავით ადუაშვილი, ჯეიმს მეფარიშვილი, გია მახარაძე და თემურ ხაბაზიშვილი.

ნინო ბაშარული:

“ჩემს საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებს ჩემთვის და არამარტო ჩემთვის უძვირფასესი და უგემოვნებიანესი კომპოზიტორი, მიშა მდინარაძე საავტორო ნაწარმოებით “კავკასიონი”!

მუსიკალური პროექტი “ეთნოგენი” საქველმოქმედოა, გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება პატარა დემეტრე გიორგბერიძის ანგარიშზე, რომელიც დღემდე იბრძვის სიცოცხლისთვის! შემდეგი ნაწილი თანხისა გაადაერიცხება “ბერი ანდრიას ფონდს” და ნაწილი კი სამი შვილის დედას, მარი ბურდულს რომელსაც რამდენიმე თვის წინ აღმოაჩნდა ონკო-დაავადება, ყველას მადლობას გიხდით გაწეული თანადგომისთვის და გელით კონცერტზე!”