11 მაისი, 2016

გორავ ჩოპრა “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” წავიდა

chopra1“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონის მონაწილე ინდოელი მსახიობი გორავ ჩოპრა პროექტიდან წავიდა. ამისთვის ინდური სერიალების ვარსკვლავს თავისი მიზეზი აქვს.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეექვსე სეზონი საერთაშორისოა და მასში ქართველებთან ერთად, უცხოელი ვარსკვლავები და მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. სამწუხაროდ, ეს სეზონი ტრავმებით აღსავსე აღმოჩნდა მისი მონაწილეებისთვის. პირველივე ტურში ტრავმა მიიღო მოდელმა ანა ახვლედიანმა და პროექტს გამოეთიშა. ტრავმა მიიღო მომღერალმა ნინი წიკლაურმაც, ლიზა ყენიამ კი შუბლი გაიტეხა, თუმცა ორივე კონკურსანტმა ცეკვა გააგრძელა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დატოვა “ცეკვავენ ვარსკვლავები” გორამ ჩოპრამაც. მან საქართველოში გამოკვლევები ჩაიტარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კისრის მეოთხე და მეხუთე მალებზე აქვს პრობლემა.

მედიკოსებმა ჩოპრას სიმძიმეების აწევა აუკრძალეს. ინდოელმა მსახიობმა არხთან შეთანხმებით პროექტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოდან გაემგზავრა.