11 მაისი, 2016

გენერალ გიორგი კვინიტაძის პორტრეტი ესპანელმა მწერალმა შეიძინა

generali-kvinitadze1ქართველი მხედართმთავრის, გენერალ გიორგი კვინიტაძის პორტრეტი მადრიდის სანტა ბარბარას სასახლეში გამოიფინა.

მისი ავტორი სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტის ასისტენტი თორნიკე ტყემალაძეა.

გამოფენას ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ხორხე მარია დიაზი ესტუმრა და გენერლის ბიოგრაფიით განსაკუთრებით დაინტერესდა.

ცნობილმა ესპანელმა მწერალმა და ისტორიკოსმა ლუკას მოლინამ კი გენერალ კვინიტაძის პორტრეტი საკუთარი კოლექციისათვის შეიძინა:

“გენერალი, რომელიც საქართველოს თავისუფლებისა და ქართველთა მებრძოლი სულის თავისებური სიმბოლოა,” – განაცხადა მწერალმა.

generali1