სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება

11 მაისი, 2016

salvador-dalis-foto1სალვადორ დალის შესახებ დღესაც ვრცელდება დადასტურებული თუ დაუდასტურებელი ინფორმაციები. მისი პიროვნება და შემოქმედება დღემდე აქტუალურია და უამრავი მიმდევარი ჰყავს.

მსოფლიო ხელოვნება წარმოუდგენელია სალვადორ დალის გარეშე. მისი შემოქმედება რადიკალურად განსხვავდება სხვა ხელოვანებისგან და სწორედ ამაშია მხატვრის სიდიადე.

თავიდან დალის და მის შემოქმედებას კოლეგები არასერიოზულად მიიჩნევდნენ, ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზე, რომ მან თავი არ დაზოგა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წარმატება და პოპულარობა მოეპოვებინა.

მხატვრის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 17 წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. მადრიდში ხელოვნების აკადემიაში დაიწყო სწავლა და თანდათან პოპულარული გახდა, როგორც ექსტრავაგანტური პიროვნება. ესპანეთის დედაქალაქში დალი შეხვდა ადამიანებს, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს მასზე. ცნობილი პოეტი ფედერიკო გარსია ლორკა ახალგაზრდა მხატვარს დაუახლოვდა. გამოჩენილი კინორეჟისორი ლუის ბუნუელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა.

მან მხატვარი თავისი ახალი ფილმის “ანდალუზიელი ძაღლის” გასაფორმებლად მიიწვია, რომელიც დღემდე მსოფლიო სიურრეალიზმის ისტორიაში შედევრად არის მიჩნეული. ამ ფილმით მხატვარმაც და რეჟისორმაც შეძლეს მთელი ევროპის გაოცება და ალაპარაკება. ამ ფილმის შემდეგ დალიმ პერსონალური გამოფენები მოაწყო და მისი წარმატებული კარიერაც დაიწყო.

ამ წარმატებას თან დაერთო მხატვრის ცხოვრებაში უმშვენიერესი ქალბატონის გალას შემოჭრა, რომელიც მისი მეუღლე გახდა, თუმცა მანამდე ოჯახის მიტოვება მოუწია. სალვადორმა და გალამ ერთმანეთი პარიზელი კამილ გოემანსის ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე გაცინეს, სადაც გალა თავის მეუღლესთან, ცნობილ პოეტ პოლ ელუართან და ქალიშვილ სესილისთან ერთად იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გალა თითქმის 10 წლით უფროსი იყო დალიზე, ამას მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. როცა წყვილმა ოფიციალურად იქორწინა, მათი ერთ-ერთი მეჯვარე თვით პოლ ელუარი იყო, რომელიც, გაყრის მიუხედავად, კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდა გალასთანაც და დალისთანაც. მხატვრის ქორწინებამ მისი მამის უკმაყოფილება გამოიწვია და შვილს მშობლიურ სახლში დაბრუნება სასტიკად აუკრძალა. მას არ მოსწონდა თავისი ახალგაზრდა შვილის არჩევანი – 10 წლით უფროსი, რამდენჯერმე განათხოვარი, ბოჰემური ტიპის ქალი, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფერზე იყო წამსვლელი. მამის საქციელით გულნატკენმა მხატვარმა თავი გადაიპარსა და თმა მშობლიურ ქალაქში, სანაპიროსთან ახლოს დამარხა. ამ ჟესტით ის თავის პატარა კადაკესს სამუდამოდ დაემშვიდობა.

ესპანეთში სამოქალაქო ომისა და ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დალის უთანხმოება მოუვიდა “სიურრეალისტების ჯგუფთან”, რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. მხატვარი ჯგუფიდან გარიცხეს. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან ცნობილი ფრაზა: “სიურეალიზმი – ეს მე ვარ!”

მხატვარი ხშირად ებრძოდა თავის კომპლექსებს და მათი დაძლევისთვის არაფერს იშურებდა. დალიმ ოიდიპოსის კომპლექსის დაძლევაც სცადა. თავისი ნამუშევრების თემებად ხშირად იყენებდა ფროიდის ლოზუნგებს, ჩანაწერებსა და ესეებს. ის ზიგმუნდ ფროიდით აღფრთოვანებული იყო და გენიოსად თვლიდა.

გალამ და დალიმ გალას სიკვდილამდე ერთად იცხოვრეს, მაგრამ მათი დაშორების შესახებ ჭორები საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ გაზეთების ფურცლებიდან აღარ ჩამოდიოდნენ. როდესაც გალას მემუარები გამოვიდა, იქ ეწერა, რომ მას სალვადორისთვის არასოდეს უღალატია და არც მის მეუღლეს ჰყოლია საყვარლები. მისი მტკიცებით მხატვარი ფემენოფობიით იყო დაავადებული – მას ქალბატონებთან მიახლოება არ შეეძლო. მაგრამ გალა გამონაკლისი იყო – სალვადორს იმდენად უყვარდა მეუღლე, რომ სხვა ქალები აღარც ახსოვდა. ამ ჩანაწერებზე მოგვიანებით მათმა ვაჟმა, ხოსე ვან როიმ განაცხადა, რომ მის მშობლებს ხშირად უყვარდათ საოცარი ფანტაზიების რეალობად გამოცხადება და ამიტომ მემუარებში აღწერილი შემთხვევები შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.

რადიკალურად განსხვავებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა სალვადორ დალის ამერიკაში ცხოვრება. შტატებში მხატვარი მეუღლესთან ერთად ევროპაში დაწყებულ არეულობას გაექცა. წლების განმავლობაში მან იმუშავა ჰოლივუდში, ბროდვეიზე, სხვადასხვა უნივერსიტეტებში და შედევრებიც მრავლად შექმნა. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით კი სრულიად ავანგარდული, სიურრეალისტური საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება დაიწყო. მან კუბიზმშიც სცადა ბედი და პიკასოსთან ერთადაც იმუშავა. ველასკესი, ბოტიჩელი და გრეკო მხატვრის სათაყვანებელი ხელოვანები იყვნენ. ამერიკული ცხოვრება ნამდვილი ფუფუნება იყო, ამ პერიოდში მან გამოსცა ავტობიოგრაფიული რომანი “სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება”. მისი ლიტერატურული მცდელობა ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა. თუმცა საბოლოოდ მხატვარი მაინც სამშობლოს დაუბრუნდა და ევროპაში ჩავიდა.

ამ დროისთვის მხატვარს საერთაშორისო აღიარება უკვე მოპოვებული ჰქონდა და მისთვის არ არსებობდა დამაბრკოლებელი ბარიერები. ის რომის პაპთანაც კი დადიოდა აუდიენციაზე. მომდევნო წლებში მხატვარი თავისი შემოქმედების შედეგებს იმკიდა, მოგვიანებით კი დააარსა სახლ-მუზეუმი, სადაც ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია ინახებოდა.

სალვადორ დალის სიცოცხლე ამ სახლ-მუზეუმში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა. მხატვარი საკუთარი სახლის ეზოში დაასაფლავეს.

გააზიარეთ