რატომ მიატოვა ელენე ახვლედიანი კოტე მარჯანიშვილმა?

19 მაისი, 2016

elene-axvlediani1ელენე ახვლედიანის ხსენებისას უმრავლესობას მის მიერ შესრულებული თბილისის, თელავისა თუ სიღნაღის მყუდრო ხედები აგონდება. ეს არის მხატვარი, რომლის მიმართ ცოტა თუ აღმოჩნდება გულგრილი. თუმცა არანაკლებ საინტერესოა მისი მოღვაწეობა თეატრში. რომელიც 1927 წელს კოტე მარჯანიშვილის წყალობით დაიწყო.

როდესაც პარიზიდან დაბრუნებული მხატვრის გამოფენა რეჟისორმა იხილა, გადაწყვიტა თავისთან სამუშაოდ ქუთაისში მიეწვია. ელენესთვის ეს შემოთავაზება მოულოდნელი იყო, რადგან მანამდე არასოდეს წარმოედგინა თავი თეატრის მხატვრად. კოტე მარჯანიშვილი მისთვის კარგი მასწავლებელი გამოდგა.

1929 წელს ელენე ახვლედიანმა გააფორმა კარლო კალაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „როგორ?“. კოტე მარჯანიშვილმა ახალგაზრდა მხატვარს მხოლოდ ერთი რამ სთხოვა, „ჩემთვის მთავარია იყოს ეკრანი, დანარჩენი როგორც გინდა!“ მიატოვა და გასტროლზე წავიდა.

ელენე ახვლედიანი სრულიად მარტო აღმოჩნდა რეჟისორის მოთხოვნის პირისპირ. გაჭირვებაში მყოფი ახალგაზრდა მხატვრისათვის მუზა სანთლის შუქი აღმოჩნდა. მის სინათლეზე დაჭერილ ტილოზე კონტურებად გამოჩნდა მაგიდაზე დალაგებული ნივთები. მართლაც, ამ სპექტაკლის დეკორაციის ესკიზები კონტურულ ხასიათს ატარებს, რომლებიც განათების მეშვეობით სხვადასხვა ფერს იძენს.

გააზიარეთ

 
...