29 მაისი, 2016

“ვეფხისტყაოსანი” ბერძნულად

vefxistyaos12016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. “ვეფხისტყაოსანის” ავტორის 850 წლის საიუბილეოდ სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანთან” დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ამბავს ავრცელებს:

“უმნიშვნელოვანესი ამბავი: ბერძნულად “ვეფხსიტყაოსნის” გამოცემა გადაწყდა. აქამდე საბერძნეთში არასდროს გამოცემულა. დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ.”