14 აპრილი, 2016

ექიმების რეცეპტი მოზარდებს – წიგნები წამლების ნაცვლად

cigni-wamlis-nacvlad1გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ მოზარდებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ.

იმისთვის, რომ XXI საუკუნის გამოწვევებმა და ტექნოლოგიურმა სიახლეებმა მოზარდები მთავარ ღირებულებებს არ დააშორონ, ბრიტანელმა ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და 13-დან 18 წლამდე პაციენტებს წამლის ნაცვლად წიგნები გამოუწერონ.

წიგნები ფსიქოლოგების მიერ ასაკობრივად არის დახარისხებული და ექიმებს მათი გამოწერისას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნებათ. შერჩეული ნაწარმოებები მოზარდებს ყველაზე რთული პერიოდის მარტივად და გართულებების გარეშე გადატანაში დაეხმარებიან.