16 წლის პიანისტი უმძიმეს მდგომარეობაშია

14 აპრილი, 2016

1nino-chkoniaზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის სკოლის მოსწავლე, 16 წლის ნინო ჭყონია უმძიმეს მდგომარეობაშია. მის დასახმარებლად ხელოვანებმა საქველმოქმედო კონცერტები ჩაატარეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მისი ჯანრმთელობის გასაუმჯობესებლად.

მოზარდის დედა, ფატმან სახელაშვილი საჯარო წერილს ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს:

“ექვსი გაუსაძლისი თვეა, რაც ჩემი შვილი 16 წლის ნინო ჭყონია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. მას თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია გაუკეთეს გიორგი და ედიშერ მაღალაშვილებმა, ისინი უკვე ექვსი თვეა ძალ-ღონეს არ იშურებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ამ დროის განმავლობაში ნინოს გვერდით დგას 133-ე საჯარო სკოლა, განსაკუთრებით კი XI კლასის მოსწავლეები, ნინოს თანაკლასელები რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და გაუჩინარი გააჩინეს. ნინოს თანაკლასელების ძალისხმევით იყო სიუჟეტი გადაცემაში “სხვა რაკურსი”.

საგანგებო კონცერტით გამოეხმაურა ნინოს პრობლემას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის სკოლა, რადგან ნინო ამ სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა.

ჩვენი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა არაერთმა ახლობელმა თუ შორეულმა, ნაცნობმა თუ უცნობმა, ამის გამო დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ზემოთხსენებულთა შორის იგულისხმება.

მიუხედავად ასეთი ზრუნვისა, ნინო კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია, ამიტომაც იზრდება საავადმყოფოს დავალიანება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.

ჩვენი ამოცანაა, ამ ეტაპზე ნინო ისევ დარჩეს საავადმყოფოში სამკურნალოდ, რადგან მისი სახლში მოვლა შეუძლებელია, იკვებება ზონდირებით და ჟანგბად დამოკიდებულია.

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ გაავრცელოთ ჩემი თხოვნა გაგვიწიოთ დახმარება, შეეწიოთ ჩემს მდგომარეობას და გადამირჩინოთ ნინო.

ანგარიშის ნომერი გახსნილია TBC ბანკში
GE83TB7273536010300021
მიმღები: ფატმან სახელაშვილი”

გააზიარეთ

 
...