9 აპრილი, 2016

ქეთი დოლიძე: “კოლეგიალურები იყავით, ბატონებო!”

1qeti-dolidzeრეჟისორი ქეთი დოლიძე კოლეგებს კოლეგიალურობისკენ მოუწოდებს და ფესტივალ “საჩუქარზე” საუბრობს.

ქეთი დოლიძე:

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე ვერ მოინელა “საჩუქარი” და ვერ გადაუტანია მისი საერთაშორისო წარმატება! “კარგი რამ მჭირდეს, მიჭირდეს, ავი რა საკვირველია!” წელს ფესტივალს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ჟურნალისტი ეწვევა! მიხარია, რომ ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოსთან მემორანდუმს ვაფორმებთ!

ნურავინ დაიბრალებს საფესტივალო პიონერობას ამ ქვეყანაში, “შემოდგომის თბილისი” გარდა! ჩვენ ვიყავით პირველი მერცხლები გაპარტახებულ საქართველოში! და ჯაზ-ფესტივალი, რომელსაც პირველი ფული “მანჰეტენ ტრანსფერის” ჩამოსაყვანად, სწორედ “საჩუქარმა” მისცა….

“საჩუქარს” კი იმიტომ ეწოდა ეს სახელი, რომ 2009 წლამდე, სანამ არ მოსპეს და გააჩერეს, ა რ ა ვ ი ს თ ვ ი ს ჰონორარი არ გადაგვიხდია!!!! ეს ხდებოდა ჩვენი საერთაშორისო დირექტორატის და უდიდესი კონტაქტების მეშვეობით!!!! დიახ, ჩვენი მეგობრების! მენეჯმენტი ეს არის სწორედ, თორემ დღესვე ჩამოგიყვანთ ალ პაჩინოდან დაწყებული ნებისმიერ “სთარს”, თუკი დიდ ფულს გადაუხდი!!!! კოლეგიალურები იყავით, ბატონებო და იმეგობრეთ ერთმანეთთან!!!”