26 აპრილი, 2016

„სამოსელი პირველი“ სცენაზე გადაინაცვლებს

1dochanaქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები “სამოსელი პირველი” სცენაზე გადაინაცვლებს.

პროექტი, რომელსაც კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი განახორციელებს, ოპებისა და ბალეტის თეატრში განხორციელდება. მასში შერწყმულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.

„სამოსელი პირველის“ დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანია, ქორეოგრაფი ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ როგორც ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია და ნიკოლოზ ლაგვილავა, ასევე დრამატული თეატრის მსახიობები გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი.

ოპერის თეატრის გუნდისა და ორკესტრის გარდა, ოპერაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი. სპექტაკლს დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.