21 აპრილი, 2016

პრინცი გარდაიცვალა

princce1მსოფლიოს ლეგენდა, პოპ-მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი პრინცი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვნეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემები იტყობინებიან, პრინცმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე კვირის წინ დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, თუმცა მოგვიანებით სცენაზე მაინც გამოჩნდა, რომ გულშემატკივართა არმია დაემშვიდებინა და დაემტკიცებინა, რომ კარგად არის.

პრინცმა თავისი 30 წლიანი კარიერის განმავლობაში გაყიდა 100 მილიონი ალბომი, მოიპოვა 7 გრემი და ოსკარი საუკეთესო მუსიკისთვის ფილმში “Purple Rain.