10 აპრილი, 2016

ნიკა გვარამია: “უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები”

1nika-gvaramiaტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის მოსაზრებებს და ამის გამო, ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა.

მისი კიდევ ერთი ხმამაღალი და საკმაოდ მწვავე განცხადება, რომელმაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, 9 აპრილს ჯგუფ “მგზავრების” რუსეთში დაგეგმილ კონცერტს შეეხებოდა.

თუმცა ინტერნეტში გავრცელებული სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ, ნიკა გვარამიამ “მგზავრების” მისამართით ნათქვამი სიტყვები უკან წაიღო:

“მგზავრები! კარგი ბიჭები ხართ და უდიდესი სიამოვნებით უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. შემდეგ ჯერზე ოკუპაციაც ახსენეთ და მთლად გადასარევი იქნება!

მაღალო ღმერთებო, თქვენ შეეწიეთ საქართველოს ყველა პატრიოტს!”