28 აპრილი, 2016

ნიკა გვარამია იქს ფაქტორიდან წავიდა

nika-gvaramia-iqs-afqtoridan-wavida1ნიკა გვარამია, რომელიც იქს ფაქტორის მესამე სეზონის მენტორია, პროექტიდან წავიდა.

დღეს იქს ფაქტორის ოთხი სკამის ჩაწერები გაიმართა. ოთხივე მენტორმა თავისი ათეულიდან საუკეთესო ოთხეული აარჩია.

ნიკა გვარამია ჩაწერის დროს გიორგი გაბუნიას დაუპირისპირდა. ამის მიზეზი გიორგის ათეულის ერთ-ერთი წევრი მალიბუ ტუღუში გახდა. ნიკა გვარამია თავიდანვე არ იყო მომხრე მალიბუს ათეულში მოხვედრის, გიორგიმ კი კონკურსანტი რჩეულთა შორის დატოვა და მომდევნო ტურშიც გადაიყვანა.

ამ ფაქტით აღშფოთებულმა ნიკამ მალიბუს “ირინა ალეგროვა” უწოდა და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.