4 აპრილი, 2016

“ილო ბეროშვილის შოუდან” ტასო ბარნოვა გაუშვეს

taso-barnova1“ილო ბეროშვილის შოუს” ერთ-ერთი სახე ტასო ბარნოვა, მსახიობი თათია სამხარაძე შოუდან გაუშვეს.

ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ტასო მსახიობმა ნოდარ გურგენაშვილმა შეცვალა. ის ჩართვები და ის სიუჟეტები, რომელსაც შოუსთვის თათია ამზადებდა, მაყურებელს სწორედ ნოდარმა შესთავაზა.

არც “ილო ბეროშვილის შოუს” და არც თათია სამხარაძეს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტასო ბარნოვას შოუდან გაშვება გია ჯაჯანიძის შოუში სტუმრობას და იქ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

“ილო ბეროშვილის შოუს” ერთგული მაყურებლების აზრი ორად გაიყო: ნაწილი ტასოს შოუდან გაშვებას მიესალმება და საუკეთესო გადაწყვეტილებას უწოდებს, ნაწილი კი თათია სამხარაძის დაბრუნებას კატეგორიულად მოითხოვს.