21 აპრილი, 2016

ზურა ყიფშიძე სტრესშია

1zura-kifshoქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი ზურა ყიფშიძე სტრესშია. ინფორმაციას ამის შესახებ მისი შვილი, მოდელი ლენუკა ყიფშიძე ავრცელებს.

ლენუკა ყიფშიძე:

“ზოგს შერცხვებოდა და არ იტყოდა, მაგრამ რატომაც არა?! ორი თვეა სტრესშია მთელი ჩემი ოჯახი, ყველა სათითაოდ, მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვილი, ყველა სტრესში ვართ. შემოსავალი ნაკლებად არის და ეს ძალიან დიდი სტრესია. მე ოჯახში ყველაზე აქტიური ვარ და ვცდილობ გავამხნევო ყველა, შეეცადეთ, ყურები არ ჩამოყაროთ, ყველაფერი კარგად იქნება, პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს-მეთქი, ვამბობ. მამაჩემი ამაზე ძალიან ბრაზდება ხოლმე: “პოზიტიურად ვუყურებ და რა, მერე?”. ძალიან დიდი სტრესია, როცა ოჯახში შემოსავალი არ არის. მით უმეტეს, როცა ოჯახში რვა ადამიანი ვცხოვრობთ, ბავშვები არიან და ეს ყველაფერი ძალიან რთულია… ზოგისთვის არაფერია, მაგრამ უმეტესობას ესმის, რას ნიშნავს ოჯახში რომ ფული არ არის,” – განაცხადა ლენუკა ყიფშიძემ ეკა ხოფერიას შოუში სტუმრობისას.