“ცხოვრება ისე გღლის, ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები…”

30 აპრილი, 2016

mze-shemodgomisaთემურ ფალავანდიშვილის ფილმი “მზე შემოდგომისა” რეზო თაბუკაშვილის სცენარის მიხედვით არის შექმნილი. მასში ქართველ მსახიობთა მთელი თანავარსკვლავედი მონაწილეობს.

გივი ბერიკაშვილი, სესილია თაყაიშვილი, გურანდა გაბუნია, კახი კავსაძე, თამარ ციციშვილი, ოთარ კობერიძე, ელენე ყიფშიძე… ფილმში ელენე ახვლედიანი და ლადო გუდიაშვილიც არიან მიწვეულები, მთავარ როლებს კი მედეა ჯაფარიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი ასრულებენ.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ფილმიდან – ვახტანგის მონოლოგს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული არასდროს კვდება:

“შენ ალბათ ჩემგან ბოდიშს ელოდები. თუ აუცილებელია, ჩათვალე, რომ ბოდიში უკვე მოგიხადე. შენ გგონია სამსახურს მივტირი? მე თქვენთვის მინდოდა, თორემ ჩემთვის იქიდან წამოსვლა ბედნიერებაა. რამდენი ხანია, სერიოზული არაფერი მიკეთებია. აღარც კი მჯერა, თუ რამე კიდევ შემიძლია…

შენ სხვაც ბევრი რამ არ გესმის. რამდენჯერ გითქვამს, აღარ გიყვარვარო. შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარის წერის პირველ დღეს ჰგავდეს. ასე არაა, ძვირფასო. თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ. მაგრამ ცხოვრება ისე გღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი.

შენთან ყოფნა ბედნიერებაა, მაგრამ ძნელიცაა. შენ ხომ ყველა ადამიანს შესვამ ხოლმე სადღაც ზევით, რაღაც უსაშველო სიმაღლეზე და არც კითხულობ არის თუ არა იქ მისი ადგილი. არადა არც აძლევ იქიდან ჩამოსვლის ნებას?!”

გააზიარეთ

 
...