ქართველი ბალერინების გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

25 აპრილი, 2016

baleti-2ქართველმა ბალერინებმა საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე გამარჯვება მოიპოვეს.

რიგაში დასრულდა საბალეტო კონკურსი “ევენტუსი”. მასში თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსაწავლეები მონაწილეობდნენ და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს.

სალომე ლევერაშვილმა პირველი ადგილი, ოქროს მედალი და გრან-პრი მოიპოვა ვარიაციის კატეგორიაში. კონკურსზე მან ესმერეალდას ვარიაცია იცეკვა პუნის ბალეტიდან “ესმერალდა”.

მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი თანამედროვე ცეკვის კატეგორიაში დაიმსახურა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის მოსწავლემ თათული თალაკვაძემ. მან ვარიაცია პოსოხოვის ბალეტიდან “საგალობელი” შეასრულა.

გააზიარეთ

 
...