მერაბ თავაძე: “გულწრფელად გიხდით ბოდიშს!”

merab-tavadze1რეჟისორი და მსახიობი მერაბ თავაძე ქვეყანაში ბოლო დროს გააქტიურებულ საკითხებზე საუბრობს და საუბრობს იმ თემებზე, რომელიც მისთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია.

მერაბ თავაძემ თავისი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიის ორგანიზებით ჩატარდა და ის მიეძღვნა საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვას ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით.

მერაბ თავაძე:

“ეს არის უზნეობა, რასაც ვისმენთ ცისფერი ეკრანიდან. ამხელა კაცს მერიდება იმის ყურება, რასაც ვუყურებთ ტელევიზიით. მიზანმიმართული პროპაგანდაა. სახელების და გვარების დასახელება უხერხულიც არის და არც არის საჭირო. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები არიან. გარკვეული ჯგუფი კრებს მათ და გამოყავს ტელევიზიით, თან ამბობს, ნახეთ ეს პოპულარულია. ის ადამიანები, ვისაც ამ საშინელებაში არ უნდათ რომ გაერიონ, ერიდებიან და არ მიდიან ტელევიზიაში. ხალხს ჰგონია, რომ ესენი ნაკლებად პოპულარულები არიან და ისინი არიან ძალიან ძლიერები, ვინც ყოველდღე ეკრანზე არიან.

თუნდაც პრესაში რა ხდება? ეს ხომ მარტივად არ ხდება? ხომ ყველას გჯერათ, რომ ეს არის ვიღაცის ბინძურ თავში ჩადებული აზრები, რომელიც უნდა მოახვიოს საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მოსახლეობა ამ მხრივ არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, მამაკაცი იქნება თუ ქალი.

ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ და უნდა ვთქვათ, რომ ხელოვნების სფეროში იყვნენ ასეთი ადამიანები, მაგრამ არავის ხელს არ უშლიდნენ. არც კი ბედავდნენ, რომ რამე ეთქვათ. იყვნენ თავისთვის. მათ მიმართ ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის გვქონდა, მაგრამ არასოდეს აფიშირებული არ იყო. რა გახდა, რომ ტელევიზიაში გაუთავებლად გამოყავთ ხან ერთი, ხან მეორე?!

რა უნდათ? რა უნდათ და ის უნდათ, რომ ჩვენ აგვირიონ ცხოვრება და ჩვენ ამაზე ვიკამათოთ. ბოდიშს გიხდით, რომ ამაზე გელაპარაკებით, გულწრფელად გიხდით ბოდიშს, მაგრამ ჩვენ დღეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რა გვინდა. ეს არის რეფერენდუმი? კი ბატონო, არის რეფერენდუმი. გაიტანეს საკონსტიტუციოში განსახილველად? კი ბატონო, გაიტანონ. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამას. საქართველო არის ვაჟკაცების და მადილოსნების ქვეყანა და სხვანაირი ქვეყანა საქართველოს არ ექნება!”