21 მარტი, 2016

ქართველმა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიგო

dea-kulumbegashvili1ახალგაზრდა რეჟისორმა სოფიაში მთავარი პრიზი მოიპოვა. რიგით მე-20 სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა  Sofia Meetings, რომელმაც კინომოღვაწეებს უკვე მე-13-ედ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში რეჟისორებმა, პროდიუსერებმა და დისტრიბუტორებმა ახალი პროექტები წარადგინეს.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Sofia Meetings-ის მონაწილე ქართველი დეა კულუმბეგაშვილი პროექტით “დაისი” მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

მას ფულადი ჯილდო 50.000 ევრო გადაეცა.