17 მარტი, 2016

უნიკალური აღმოჩენა ტუტანხამონის აკლდამაში

tutanxamon1ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ფარაონის ტუტანხამონის აკლდამაში უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. უცხოური პრესის ინფორმაციით, ეგვიპტის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფარაონის სამარხში აღმოჩნენილია ორი საიდუმლო ოთახი.

აღმოჩენა იაპონელთა მიერ სამარხის რადარებით შესწავლის შემდეგ გაკეთდა. თვის ბოლოს, მკვლევარები უფრო საფუძვლიანი სკანირების ჩატარებას გეგმავენ იმის გასარკვევად, თუ რა საიდუმლოებას მალავს კედლებს მიღმა აღმოჩენილი ცარიელი სივრცე.

ამ ოთახების შესახებ მეცნიერებისთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი. ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის მტკიცებით, 90 პროცენტით არსებობს შანსი, რომ ეს ოთახები განძით იყოს სავსე.
ოთახებს სკანირება უკვე ჩაუტარდათ, რამაც აჩვენა, რომ ორივე ოთახი შეიცავს მეტალსა და ორგანულ მასალებს, რომლებიც აკლდამის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კელდებს მიღმაა დამალული.

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, აღნიშნული ოთახების აღმოჩენამ შესაძლოა ფარდა ახადოს ძველი ეგვიპტის მრავალ საიდუმლოებას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთი ოთახი დედოფალ ნეფერტიტისაც ეკუთვნოდეს. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ტუტანხამონის დედა სწორედ ნეფერტიტი იყო.

თუკი საიდუმლო ოთახები ნამდვილად დედოფალ ნეფერტიტის სამარხს მალავს, მაშინ ეს XXI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა იქნება. ამით დასრულდება ხანგრძლივი დავა დედოფლის სამარხის შესახებ. ამ აღმოჩენით კი საბოლოოდ დამტკიცდება მოსაზრება, რომ ტუტანხამონის აკლდამა თავდაპირველად დედამისისთვის იყო განკუთვნილი.

ფარაონ ტუტანხამონის აკლდამა არქეოლოგთა ჯგუფმა 1922 წელს აღმოაჩინა. ექსპედიციას არქეოლოგი ჰოვარდ კარტერის ხელმძღვანელობდა.