28 მარტი, 2016

უილიამ შექსპირის საფლავი გაძარცვულია

sheqspiriმაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი დრამატურგისა და პოეტის უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავს აღნიშნავს, ბრიტანელი მეცნიერები სკანდალურ განცხადებას ავრცელებენ – მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის საფლავი გაძარცვულია.

ასეთი დასკვნა მეცნიერებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც სტრათფორდის სამების ტაძარში არსებული სამარხის სკანირება რადარის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

საფლავის კვლევაზე სტრათფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგი კევინ კოლსი და გეოფიზიკოსი ერიკა უტსი მუშაობდნენ. სკანირებამ აჩვენა, რომ საფლავიდან დრამატურგის თავის ქალაა მოპარული.

მკვლევარების განცხადებით, ჯერ კიდევ 1897 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც ამტკიცებდა, რომ შექსპირის თავის ქალა 1794 წელს მოიპარეს. მაშინ ეს ამბავი სერიოზულად არავინ აღიქვა.

ბრიტანელი მეცნიერები დოკუმენტურ ფილმზე მუშაობენ, რომელშიც უილიამ შექსპირის საფლავის სკანირება და მიღებული ინფორმაცია დეტალურად იქნება წარმოდგენილი.