15 მარტი, 2016

“მანდარინების” იტალიური წარმატება

mandarin456ოქროს გლობუსის და ოსკარის ნომინანტი ფილმი “მანდარინები” კვლავ აგრძელებს ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას მსოფლიოში.

ზაზა ურუშაძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი, რომელიც 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია ამჯერად იტალიელი მაყურებლის დასაპყრობად ემზადება.

რომის კინოს სახლში ოსკარის ნომინანტი ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძეც დაესწრო.

ქართულ-ესტონური კოპროდუქცია – “მანდარინები” იტალიის კინოთეატრებში მაისის თვიდან გამოვა.