13 მარტი, 2016

ბათუმში გადაღებული კლიპი ინდური ფილმისთვის

induri-klipi-batumshiბოლივუდმა საქართველოში რამდენიმე ფილმი გადაიღო. ინდური ფილმების მწარმოებლებისთვის ჩვენი ქვეყნის ბუნება თავისი მთებით, ზღვებით და ულამაზესი ხედებით ყველაზე მისაღები აღმოჩნდა.

ერთ-ერთი ფილმისთვის ”Ramleela” ბოლივუდმა ბათუმში 3 კლიპი გადაიღო, სადაც ქალაქის ღირსშესანიშნაობები მრავლად მოხვდა.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლს ათასობით ნახვა და კომენტარი აქვს. ამ კლიპით განსაკუთრებით ბათუმელები ამაყობენ.

”არტინფო” გთავაზობთ ვიდეორგოლს, რომელიც უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა და საქართველოს სილამაზე ბოლივუდის ფილმებით კიდევ უფრო ახლოს გაიცნო.