29 მარტი, 2016

ახალგაზრდა პოეტმა 25.000 მოიგო

250001ახალგაზრდა პოეტმა დავით პაქსაშვილმა იგივე Ras Green-მა 25.000 ლარი მოიგო.

24 წლის პოეტი გამარჯვებული გახდა პროექტში “ცოდნა ფულია”. მან დუტა სხირტლაძის მიერ დასმულ ბოლო, მეცამეტე შეკითხვასაც სწორი პასუხი გასცა და სოლიდური ფულადი პრიზის მფლობელიც გახდა.

გამარჯვების შეკითხვა კი ასე ჟღერდა: “ქრისტეს გენეალოგიის აღწერისას, ვინ შვა იორამმა მათეს სახარების მიხედვით?”

სავარაუდო პასუხები კი იყო “ყუზია”, “ახაზი”, “მენაშე” და “იოშია”. საბოლოო პასუხად დათომ “ყუზია” დაასახელა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.