18 მარტი, 2016

ასეთი ვინი პუჰი ჯერ არ გინახავთ!

vini1ვინი პუჰის თავგადასავლის ანიმაციური ტრილოგია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა მაყურებელში. მის მთავარ გმირებს ცნობილი მსახიობები ევგენი ლეონოვი (ვინი პუჰი), ია სავინა (გოჭუნა) და ზინაიდა ნარიშკინა (ბუ) ახმოვანებდნენ.

თედორე ხიტრუკი, ფილმის რეჟისორი, იხსენებდა, რომ მთავარი პერსონაჟების გასახმოვანებლად მსახიობთა შერჩევისას პრობლემები შეიქმნა.

მრავალი მცდელობის შემდეგ, სცადეს მსახიობ ევგენი ლეონოვის ხმის ჩაწერა, მაგრამ მისი ხმა ზედმეტად ბოხი იყო. ხმის ოპერატორის ინიციატივით, ფირის სწრაფი გადახვევით მოხდა ხმის აჩქარება, რაც იდეალურად მოერგო პერსონაჟს. შემოქმედებითმა ჯგუფმა იგივე ხერხი გამოიყენა სხვა პერსონაჟების შემთხვევაშიც.

მსახიობ ია სავინას აღიარებით, პერსონაჟის გახმოვანებისას იგი ცდილობდა ბელა ახმადულინას პაროდირებას, კერძოდ, მისი პერსონაჟის განსახიერებას ერთ-ერთი ფილმიდან.

ბლოგერმა ალექსეი გონჩაროვმა აღადგინა ევგენი ლეონოვის პირველადი ხმა. მან მსახიობის საუბრის ტემპი 25 პროცენტით შეანელა.