15 მარტი, 2016

წაიკითხეთ, როცა ცუდ ხასიათზე იქნებით!

cud-xasiatze-waikitxet1ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როცა ცუდ ხასიათზეა და ეუფლება განცდა, თითქოს ის ამქვეყნად არავის სჭირდება. გვინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ – სულ ტყუილად ფიქრობთ ასე!

“არტინფო” გთავაზობთ 13-გამამხნევებელ რჩევას მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ. მაშ ასე:

1. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ დილაობით სინანულმა გაგაღვიძოთ.

2. თუ შანსი გეძლევათ, არ თქვათ მასზე უარი. იქნებ ეს შანსი მთელ თქვენს ცხოვრებას ცვლის!

3. არავის უთქვამს, რომ ცხოვრება მარტივია. უბრალოდ, უნდა ეცადოთ, ის ცოტა მეტად გაამხიარულოთ და გაახალისოთ – მეტი ღიმილით და სილაღით შეხედოთ.

4. მაშინაც კი, როცა რაღაც ძალიან ცუდი ხდება თქვენს ცხოვრებაში, მას ვუცილებლად კარგი ამბავი მოჰყვება.

5. ყოველთვის გახსოვდეთ, როცა ცხოვრება კიდევ ერთ შანსს გაძლევთ, ე.ი. ყველაფერი გამოგივათ!

6. როცა გგონიათ, რომ ცხოვრებამ ზურგი გაქციათ, მას სხვა რაკურსით შეხედეთ.

7. გიყვარდეთ ადამიანები, რომლებიც თქვენდამი ობიექტურად არიან განწყობილნი, დაივიწყეთ ისინი ვინც ამას არ აკეთებს და გჯეროდეთ, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.

8. ვიღაცისთვის თქვენ ყველაფერი ხართ.

9. დედამიწაზე მინიმუმ ორი ადამიანი მაინც არის, ვინც მზადაა, თქვენს გამო სიცოცხლე დათმოს.

10. ყოველ ღამე ვიღაც მაინც ფიქრობს თქვენზე, სანამ დასაძინებლად დაწვება.

11. მინიმუმ 13 ადამიანს მაინც უყვარხართ თავისებურად.

12. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, შესაძლოა, ვიღაც ვერ გიტანთ ის არის, რომ უბრალოდ სურს, თქვენ გგავდეთ.

13. თქვენს ღიმილს მისი გახარებაც კი შეუძლია, ვისაც შეიძლება არც კი მოსწონხართ.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...