გაიცანით – 13 წლის მილიონერი მხატვარი

12 მარტი, 2016

1mxatvari13 წლის ბრიტანელი Kieron Williamson მისმა შემოქმედებამ მილიონერად აქცია. პატარა მხატვრის ტილოები უკვე მსოფლიოშია ცნობილი და უმდიდრესი კოლექციონერების საკუთრებაშია.

Kieron Williamson 5 წლის ასაკიდან იმპრესიონიზმის ჟანრში ხატავს. პირველად ბრიტანელი მოზარდი ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში 6 წლის ასაკში მოექცა, 8 წლისამ კი თავისი ნამუშევრების გაყიდვა მსოფლიოს წამყვან სახელოვნებო აუქციონებზე დაიწყო. მან ნახევარ საათში 33 ნამუშევარი 325.000 დოლარად გაყიდა.

ხელოვნებათმცოდნეები მოზარდი მხატვრის ტექნიკას კლოდ მონეს შემოქმედებას ადარებენ და პატარა გეიონსს მინი მონეც უწოდეს.

“ეს ბავშვი არის მოვლენა მსოფლიოს სახვით ხელოვნებაში. არავის შეუძლია დახატოს ისე, როგორც მას, თანაც იმუშავოს ერთნაირად უმაღლეს დონეზე როგორც აკვარელში, ასევე ზეთსა და პასტელში. ტექნიკური ელემენტების მისეული აღქმა უბრალოდ ამოუხსნელი და გამაოგნებელია,” – აცხადებენ ხელოვნებათმცოდნეები.

ერთი კვირის განმავლობაში მოზარდი დაახლოებით 6 ტილოს ქმნის. მისი ნამუშევრების შეძენის მსურველები რიგში დგანან – მათი რიცხვი ამ დროისთვის დაახლოებით 3 ათასია.

პატარა გენიოსის ნახატები სოლიდურ ფასად იყიდება. ერთ-ერთ ბოლო გამოფენაზე მან 400.000 ფუნტი გამოიმუშავა.

mxatvari12

mxatvari21

mxatvari31

გააზიარეთ

 
...