8 მარტი, 2016

ბერნარდ შოუ: “ვინც ამტკიცებს რომ ქალებს იცნობს, ჯენტლმენი არაა!”

1bernard-shouცნობილ ირლანდიელ დრამატურგს ჯორჯ ბერნარდ შოუს ქალბატონებთან დაკავშირებით თავისებური წარმოდგენა ჰქონდა, რომელსაც ხშირად იუმორით გამოხატავდა.

“არტინფო” რამდენიმე სახალისო ეპიზოდს გაგაცნობთ დრამატურგის ცხოვრებიდან:

***

ერთხელ, სერ ბერნარდ შოუ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც უამრავ ლამაზ ქალბატონს მოეყარა თავი. ისინი ძვირადღირებულ სასმელს შეექცეოდნენ და მხიარული მუსაიფით ირთობდნენ თავს, როდესაც მწერალმა ერთ-ერთ მათგანს საკმაოდ პიკანტური შეთავაზება გაუკეთა:
– ქალბატონო, თქვენთვის 1000 ფუნტი სტერლინგი რომ შემომეთავაზებინა, ჩემთან დაწვებოდით?
უახამსი წინადადებით შოკირებულმა ქალმა მაშინვე სასტიკი უარი სტკიცა მწერალს.
– და 10 000 ფუნტი რომ შემომეთავაზებინა?
კეთილშობილმა ქალბატონმა, ამჯერად, საკმაოდ წყნარად და ერთგვარი თვითკმაყოფილებითაც კი უთხრა უარი.
თუმცა, შოუ არ მიეკუთვნებოდა იმ მამაკაცების რიცხვს, რომლებიც ასე იოლად ნებდებოდნენ და უთხრა:
– მილიონი ფუნტი რომ შემომეთავაზებინა თქვენთვის? – მშვიდად ჰკითხა მწერალმა და საბანკო წიგნაკი მოიმარჯვა.
ამჯერად, ქალბატონი მართლაც დაფიქრდა მის წინადადებაზე და უპასუხა:
– ალბათ დაგთანხმდებოდითო.
ამ პასუხის გაგონებისას, შოუმ სასწრაფოდ გამოწერა თავის წიგნაკში 100 ფუნტის ოდენობის ჩეკი და ქალბატონს გაუწოდა, რომელმაც ეს ჟესტი იუკადრისა და განუცხადა:
– თქვენ მე ვინ გგონივართ, სერ?
– არ ინერვიულოთ, ქალბატონო! ჩვენ უკვე დავადგინეთ, რა ტიპის ქალიც ბრძანდებით, უბრალოდ, ჯერ ფასზე ვერ შევთანხმდით!

***

ერთხელ, ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა, რომ ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:
– სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?
– დიახ, ჩემო დედოფალო.
– მეც? – გაიოცა დედოფალმა.
– თქვენც, – უპასუხა შოუმ.
– როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?
– 10 000 ფუნტი სტერლინგი, – ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა.
– ნუთუ ასე იაფი? – გაიოცა დედოფალმა.
– აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით, – გაეღიმა შოუს.

***

ერთ-ერთი წვეულების დროს, ბერნარდ შოუს ახალგაზრდა ქალბატონი მიუახლოვდა და საუბრის გაბმა სცადა:
– როგორ ფიქრობთ, სერ, რატომ შექმნა ღმერთმა ჯერ მამაკაცი და შემდეგ ქალი?
– ალბათ იმიტომ, – არ დაიბნა გონებმახვილი შოუ, – რომ მამაკაცის შექმნის პროცესში ქალს სულელური შეკითხვებით მისთვის თავი არ შეეწყინა!

***

ერთხელ, ბერნარდ შოუს ენამახვილობით გაცხარებული ერთი ქალბატონი მოურიდებლად მიეჭრა მას და უთხრა:
– თქვენ რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყავით, თავს ვერ შევიკავებდი და ჩაიში საწამლავს ჩაგიყრიდით…!!!
– გარწმუნებთ, ქალბატონო, თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემი მეუღლე, იმ ჩაის აუცილებლად დავლევდი! – წყნარად უპასუხა მწერალმა.

***

ერთხელ, ერთ ახალგაზრდა, ქერათმიან ქალბატონს ჰკითხეს:
– რა აზრის ხართ ბერნარდ შოუზე?
– ეგ რომელ არხზე გადის? – ინტერესით იკითხა გოგონამ და ქერა კულული კეკლუცად შეათამაშა.

 

ბერნარდ შოუ ქალბატონებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ყოველთვის ხმამაღლა გამოხატავდა:

 

ვინც ამტკიცებს რომ ქალებს იცნობს, ჯენტლმენი არაა.

***

ვნებიან ქალთან უფრო ადვილია ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენ ქალთან, თუმცა ვნებიანს უფრო ხშირად ტოვებენ და არავინ ახრჩობს.

***

იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს.

***

ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.

***

ქორწინება ეს ის ზვავია, რომელიც გოგოს და ბიჭს ყვავილების კრეფის დროს დაეცათ.

***

ნამდვილი ჯელტმენი ის არის, ვინც ქალს სახლში მინანქრის სანახავად წაიყვანს და მხოლოდ მინანქარს აჩვენებს.

***

თუ ჩემი მეზობელი ცოლს ყოველდღე სცემს, ხოლო მე არასდროს, სტატისტიკის მიხედვით მე და ის ცოლებს დღეგამოშვებით ვცემთ.

***

არ არსებობს ისეთი ქალი, რომელიც დამშვიდობებისას ცნობილ ფრაზას “კარგად ბრძანდებოდეთ” 30-ზე ნაკლებ სიტყვაში ატევდეს.

***

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება ვიდრე მოსაწყენთან. მართალია პირველის დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიან.

***

შეეცადეთ მიიღოთ ის, რაც გიყვართ – წინააღმდეგ შემთხვევაში იმის შეყვარება მოგიწევთ, რაც მიიღეთ.

გააზიარეთ
600x90_E
283x250_B
Загрузка...
loading...