ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერი

13 მარტი, 2016

1xelnaweri1ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში დღემდე შეუსწავლელი ახალი ქართული ხელნაწერი აღმოაჩინეს. ხელნაწერი შეიცავს ნუსხა-ხუცურით დაწერილ ბიბლიის ტექსტს. ასევე, ტექსტში ჩართულია ლუკა მახარებლის ერთი ფერადი გამოსახულება.

ინფორმაციას გიორგი ქავთარაძე ავრცელებს:

”ახლად აღმოჩენილი ქართული ხელნაწერი. ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში მუშაობისას აღმოჩნდა დღემდე შეუსწავლელი, არა კატალოგიზირებული ხელნაწერი – Hs. or. 14561.

ხელნაწერი შეიცავს ნუსხა-ხუცურით დაწერილ ბიბლიის ტექსტს. ასევე, ტექსტში ჩართულია ლუკა მახარებლის ერთი ფერადი გამოსახულება.

ბიბლიოთეკარმა ქალბატონ ნიკოლე ფიურთინგმა დამრთო ნება, მობილურით გადამეღო პირველი და ბოლო გვერდი. მისი განცხადებით: “ეს ხელნაწერი ბიბლიოთეკამ 2012 წელს შეიძინა კერძო კოლექციონერისაგან ამსტერდამში.”

ხელნაწერი მცირე ზომის გამო, დიგიტალიზაციას არ ექვემდებარება. საჭიროა, კოდიკოლოგმა და ტექსტოლოგმა ადგილზე შეისწავლოს.

პ.ს. ამ აღმოჩენით ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას კიდევ ერთი შესანიშნავი ხელნაწერი შეემატა.”

12xelnaweri1

გააზიარეთ

 
...