ალენ დელონი: “ასეთი ნორმა შოკში მაგდებს!”

6 მარტი, 2016

alen1მსოფლიო კინოვასრკვლავი ალენ დელონი თავისი ასაკის შესაბამისად ცდილობს XXI საუკუნის გამოწვევებს ფეხი აუწყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც რადიკალურად არ ეთანხმება და ამას საჯაროდაც აპროტესტებს:

„ორმოცი წელია დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა იყო დე გოლისტი ოლანდის სამყაროში შეუძლებელია. ერთნაირსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ! მე მხოლოდ მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ!

ახლა ვიცი მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს. მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს!“

გააზიარეთ

 
...