26 თებერვალი, 2016

სტანისლავ ბონდარენკო თბილისში

1stanislaviპოპულარული უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო თბილისში ჩამოდის. ხელოვანი საქართველოს დედაქალაქს განსაკუთრებული მისიით ესტუმრება.

10 მარტს მოზარდმაყურებელთა თეატრში ბონდარენკო საქველმოქმედო სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ახალგაზრდა ბიჭის 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის სიცოცხლის გადასარჩენად გაიმართება. მსახიობი ზურიკელას როლს შეასრულებს სპექტაკლში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებისთვის დაიხარჯება, მსახიობი კი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ითამაშებს.

სპექტაკლის შემდეგ, საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება “FLOOR 8”-ში, სადაც ქართველი მომღერლები იმღერებენ.