27 თებერვალი, 2016

რამაზ ჩხიკვაძის უნიკალური ჩანაწერი

1ramaz-chxikvadzeქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი რამაზ ჩხიკვაძე გამორჩეულ ადგილს იკავებდა ქართულ კულტურაში. მის მიერ შესრულებული როლები დღემდე შეუდარებელია.

მსახიობმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა. მათ შორის, მრავლად იყვნენ პოლიტიკოსები – სტალინი, ჰიტლერი, ლუდოვიკო, რიჩარდი, ლირი, ყვარყვარე.

ინტერნეტში ვრცელდება მსახიობის ჩანაწერი, სადაც ის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე საუბრობს.

რამაზ ჩხიკვაძე:

“იმდენი პოლიტიკოსია, რომ მეშინია პირდაპირ ამ პოლიტიკოსების. რა ამბავია ამდენი პოლიტიკოსი? ეს ხომ იცით, უსაქმურობამ იცის. საქმე რომ არ აქვს კაცს, რამე გააკეთოს… მეჩექმე კაცი რომ ჩექმას კერავს, ამ პურს აცხობს, იმას პოლიტიკისთვის სცალია? არა სცალია, ბატონო. აი, რომ მოიცლის, საქმე რომ არა აქვს, მერე მიდის პოლიტიკაში და ხდება უდიდესი პოლიტიკოსი.

იმდენი პოლიტიკოსი გვყავს საქართველოში, ვინც პოლიტიკით დაინტერესებული ხალხია და პოლიტიკოსები არიან, ჩვენ რომ ყამირ მიწებზე გავიდეთ, იცით რა მოსავალი გვექნება? ჩვენ რომ მოვთოხნოთ, თითომ რომ ხუთი ბარი დაარტყას, იცით რა იქნება? მაგრამ პოლიტიკა იოლია, დაჯდები და დაიწყებ ლაპარაკს, ასე კი არა, ასეო, ასე კი არა ისეო და მერე ერთი კაცი წყვეტს ყველაფერს – ასე კი არა, ასეო, გათავდა და მორჩა.

ნათამაშევი მაქვს სტალინი, ჰიტლერი, ლუდოვიკო, რიჩარდი, ლირი, ყვარყვარე, როგორი პოლიტიკოსი იყო, გაქნილი.. ჩემისთანა პოლიტიკოსი ვინ არის? მე რომ პოლიტიკოსები მაქვს ნათამაშევი, ვამბობ ხოლმე, მე უნდა ვიყო პოლიტიკოსი-მეთქი, აბა?!”