23 თებერვალი, 2016

ნინო ჩხეიძეს ლალი მოროშკინა დაუპირისპირდა

1laliქართულ ესტრადაზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად მომღერალს ნინო ჩხეიძეს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა დაუპირისპირდა. მისი თქმით, ნინო ჩხეიძე მის კუთვნილებაში არსებული რადიოთი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწევა რუსული ე.წ. ქურდული სიმღერების პროპაგანდას.

ლალი მოროშკინა:

“ნინო ჩხეიძემ აფხაზეთის ხმის ბაზაზე გახსნა რადიო “შანსონი” და ამას კატეგორიულად ვემიჯნები, იმიტომ რომ ეს არის რუსული ქურდული სიმღერები, ქურდულ ტრადიციებს უმღერის და უნდა შეწყდეს რადიო “შანსონით” რუსული ქურდული სიმღერების პროპაგანდა.

ლალი მოროშკინას ბრალდებას ნინო ჩხეიძემ უპასუხა:

“ეს არის აბსოლუტურად არაპროფესიონალური და დილეტანტური საუბარი. აფხაზეთის ხმა არის ჰოლდინგი, რომელშიც შედის სამი რადიო. ერთ-ერთი არის “აფხაზეთის ხმა”, რომელიც აფხაზეთშიც მაუწყებლობს და მაუწყებლობაში, ლიცენზიაში უდევს, რომ აუცილებლად უნდა ჟღერდეს რუსული სიმღერები. ჩვენ რუსული საინფორმაციოც გვქონდა, იმიტომ რომ რადიოს ფორმატი ითხოვდა ამას.

“აფხაზეთის ხმაზე” არ გადის შანსონები. იქ ჩვეულებრივი რუსული ესტრადა ჟღერს. არის რადიო “შანსონი”, რომელიც ამ ჰოლდინგში გაიხსნა ეხლახანს. რუსულ შანსონებზე მოთხოვნილებაა და თანაც ძალიან დიდი. დღეისათვის გაყიდვადი არის რუსული სიმღერები. რაც შეეხება ქურდულ სიმღერებს, ვერ ვხვდები რას გულისხმობს ლალი, შანსონებს თვითონ ისეთი ტექსტები აქვს ან დალევაზეა, ან ქეიფზე. ქურდული სიმღერა კი არ ვიცი რა არის და ასეთი სიმღერების არანაირ პროპაგანდას არ ეწევა რადიო “შანსონი”, – განმარტა მომღერალმა ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას.