8 თებერვალი, 2016

მაია დარსმელიძე: “ნუ გეშინიათ!”

maia6მუსიკოსი და მომღერალი მაია დარსმელიძე ბოლო დროს ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ის საჯაროდ აკრიტიკებს ადამიანებს, ვინც აქეზებს სხვებს ჩაიდინონ ბოროტება და გაიუბედურონ მთელი ცხოვრება.

მაია დარსმელიძე:

“ჰომოფობებო, მეზიზღებით. თქვენ აქეზებთ თქვენნაირებს, რომლებიც კლავენ და მერე უბედურ შემთხვევად ასაღებენ.

ჩემთვისაც შეიძლება ვინმე ვულგარული ან გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თქვენნაირი მშიშარა არსებებია… ნუ გეშინიათ, რაც გიწერიათ – არ აგცდებათ. თქვენ ისიც კი არ იცით, რომ გეები არ ხდებიან, უნდათ თუ არა, ასეთებად იბადებიან.

ამ ჰომოფობიურ ქვეყანაში შესაძლოა ეს თქვენი შვილიც იყოს, რომელიც უბრალოდ ხვდება რომ ხე ყავს მშობელი და სწორედ ამიტომ, არ იცით რა დაბადეთ. ხედავთ როგორი ჯაჭვია? მხოლოდ მაშინ გაერკვევით ვინ არის თქვენი შვილი და გაქვთ თუ არა “ნერვიულობის” საფუძველი, როდესაც შეწყდება ეს ჰომოფობიური აგრესია.”