2 თებერვალი, 2016

თამთა გოდუაძე ბერძნულ ,,იქს ფაქტორში’’

1tamta-goduadzeსაბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ბერძნულ “იქს ფაქტორში” მიიწვიეს. ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

თამთას “იქს ფაქტორში” მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ის ორი სეზონის განმავლობაში ქართული “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრი იყო და თავისი გუნდის წევრთან, თორნიკე ყიფიანთან ერთად გამარჯვებაც მოიპოვა.

ახლა თამთა ბერძნული “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრი იქნება და კონკურსანტებს სამ კოლეგასთან ერთად შეაფასებს. თამთასთან ერთად ჟიურიში მიწვეული არიან Peggy Zina, Thodoris Marantini  და Giorgos Theofanous.