24 თებერვალი, 2016

ბაჩი ქიტიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია

bachi-qitiashvili1ქართული როკის ლეგენდა ბაჩი ქიტიაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ანსამბლ “ბერმუხას” დამაარსებელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს:

“ბაჩი ქიტიაშვილი – “ადამიანი ლეგენდა” უმძიმეს მდგომარეობაში, მეოთხე სტადიის ფილტვის სიმსივნის დიაგნიზით იმყოფება საპატრიაქოს კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში (არამიანცთან).

დღეს მსურდა ტელეფონზე მოკითხვა და ბაჩის ნაცვლად მისმა მეუღლემ მიპასუხა, მომიყვა ეს საშინელი ამბავი, რომ ბაჩი სიცოცხლეს ებრძვის. დაუყოვნებლივ წავედი ბატონი ბაჩის მოსანახულებლად საავადმყოფოში, რაც ვნახე სიტყვით ვერ გადმოვცემ და არც კადრი არ გადამიღია, მაგრამ ერთი ვიცი – რაიმე გზა უნდა ინახოს რომ ბატონ ბაჩი ქიტიაშვილს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდეს და უკეთესობისკენ წავიდეს.

დეტალებს აღარ მოგიყვებით, რა იყო და როგორ, რადგან ამის გადაღებაც ვერ შევძელი, იმდენად შემზარა საერთო მდგომარეობამ ადამიანის, რომელიც ჩემთვის ლეგენდაა და არა მარტო ჩემთვის,” – აცხადებს ვანდა ხუციანიძე და სპეციალურ ვიდეოს ავრცელებს.