16 თებერვალი, 2016

ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

1bachana-bregvadze-mtawmindazeმეცნიერს, მწერალსა და მთარგმნელს ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას საბურთალოს პანთეონში დაკრძალავდნენ, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, შეიქმნა სპეციალური პეტიცია, სადაც მოქალაქეები ბაჩანა ბრეგვაძის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვას ითხოვდნენ.

შემოქმედის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება სახელმწიფო დამკრძალავმა კომისიამ მიიღო. ამავე კომისიის რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას სწორედ ბაჩანა ბრეგვაძის სახელი მიენიჭება.

სახელმწიფო დამკრძალავი კომისია პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლით დაკომპლექტდა.

ქართველი მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.