3 თებერვალი, 2016

აკაკი წერეთლის უცნობი ისტორიები მოზარდმაყურებელთა თეატრში

1akakis-speqtakliნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა.

4 და 5 თებერვალს თამაზ გოდერძიშვილის ლიტერატურულ-დოკუმენტური პიესის „აკაკი“ მიხედვით რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მაყურებელს ახალ ნამუშევარს შესთავაზებს.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, დოკუმენტურ მასალას ეფუძნება. ბევრმა არ იცის, რომ აკაკი ორჯერ გახდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე, მაგრამ, ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, გადარჩა. აკაკი წერეთელი პეტერბურგში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ გენერალი გამხდარიყო და ქვეყანა გაეთავისუფლებინა. რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი ნატალია ბაზილევსკაია კი თვითმკვლელობით დაემუქრა, თუ ცოლად არ შეირთავდა. აკაკი წერეთლმა ნატალია ცოლად შეირთო.

სპექტაკლი მოიცავს აკაკის დაბადებიდან ვიდრე იუბილემდე პერიოდს. მასში გამოყენებულია აკაკის ნაწარმოებები და თანამედროვეთა წერილები. მოქმედი გმირები არიან ილია, ვაჟა, იაკობ ნიკოლაძე და სხვანი.

სპექტაკლის მხატვარია თამარ ჭავჭანიძე, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ როგორ მოზარდმაყურებელთა თეატრის, ასევე მოწვეული მსახიობები.

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

აკაკი ბავშვობაში – მირიან კოხრეიძე
აკაკი სტუდენტი – ნიკა ნანიტაშვილი, გიორგი შავგულიძე
აკაკი – ზურაბ ცინცქილაძე
ანდრიევსკი, ილია – ვამეხ ჯანგიძე, გიორგი კაჭახიძე
ტურესი, ეფრემი, ყიფიანი – დავით როსტომაშვილი, ირაკლი გოგოლაძე
დედა, ბაბალე – თათა თავდიშვილი
სოსიკო მერკვილაძე, ვაჟა – ბექნუ ქაფიანიძე
როსტომი, პეტრე ბაგრატიონი, ლეონიდე – ვახტანგ ახალაძე
მოურავი, ივანე, გალაქტიონი – მალხაზ შაყულაშვილი
მასწავლებელი, ნატალია – თეკლა ჯავახაძე, სოფო ახუაშვილი
მაქსიმოვიჩი, მეეტლე – ზურაბ ავსაჯანიშვილი, დევი რეხვიაშვილი
ავაზაკი, ულვაშა, ჭელიძე, ბაქრაძე – ვასილ ამურველაშვილი
რადზიევიჩი, ილიკო – გიორგი ჯიქურიძე, რატი გოგუაძე
ძიძა, ვორონცოვა, ენიკეევა – ნატო ყულოშვილი
ულვაშა, ნეკლუდოვი – დიმიტრი თარბაია

სპექტაკლი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.