19 თებერვალი, 2016

აი, ასე ჟღერს მოცარტი-სალიერის კანტატა

1mozartჩეხეთში, პრაღის მუსიკის მუზეუმში ნაპოვნი მოცარტის და სალიერის ერთობლივი ნაწარმოები კიდევ ერთი სენსაციური მოვლენა გახდა მსოფლიო მუსიკალურ ისტორიაში.

History-ის ინფორმაციით, კანტატა სახელწოდებით Per la Ricuperata Salute di Ofelia პრაღაში კონცერტზე პირველად აჟღერდა, რომელიც ჩეხეთის ნაციონალურ მუზეუმში გაიმართა.

მოცარტისა და სალიერის ერთობლივი ნაწარმოები კლავისინისტმა ლუკაშ ვენდლმა შეასრულა.

მკვლევარები თვლიან, რომ კანტატა 1785 წელს არის შექმნილი და ის 230 წლისაა.

კომპოზიტორების თანამშრომლობა კი ეჭვის ქვეშ აყენებს ისედაც დაუდასტურებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სალიერს მოცარტის წარმატების შურდა და გაბოროტებულმა კოლეგა მოწამლა.