6 თებერვალი, 2016

აზერბაიჯანული თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე დარჩა

1zura-sixarulidzeჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.

ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, რეჟისორმა ზურაბ სიხარულიძემ დაკავებული პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. მან თავის დროზე აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რეჟისორი გოჩა კაპანაძე შეცვალა.

ზურაბ სიხარულიძის მმართველობის დროს დასმა არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა ლიტვაში, თურქეთსა და აზერბაიჯანში, დაიდგა სამი ახალი სპექტაკლი, აქედან ერთი, ფრანგი დრამატურგისა და “მაღალი კომედიის” ჟანრის ფუძემდებელის, ჟან ბატისტ მოლიერის “ჟორჟ დანდენი” ანუ “მიტოვებული ქმარი” პირადად მან განახორციელა.

ზურაბ სიხარულიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თეატრის თანამშრომლები უახლოეს მომავალში ახალ ხელმძღვანელს ელოდებიან, რომელსაც კულტურის სამინისტროში არსებული სპეციალური საბჭო დაამტკიცებს.